საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“. ღონისძიებას გახსნიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები.