დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თანადგომით, გაიმართება დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიების გახსნასა და დაჯილდოებაში მონაწილეობას მიიღებენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, კომიტეტის წევრები და პარლამენტიდან მიწვეული სხვა დეპუტატები