საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. პარლამენტის სასახლის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და დედაქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან