ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თანაორგანიზებით გაიმართა პროექტის ონლაინ პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში სოციალური მუშაობის მხარდაჭერას და მის გაძლიერებას მოემსახურება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები და სხვა დაინტერესებული პირები. მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას, „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მიღების და მისი შემდგომი აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მუნიციპალურ დონეზე სამსახურის ეფექტიანი მუშაობის როლზე და უწყებათაშორის კორდინაციაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობას საქართველოში იმ ძალისხმევისთვის, რასაც ორგანიზაცია საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების უფლებების გაუმჯობესებისთვის ეწევა.
სოციალური მუშაობის გაძლიერების პროექტს ა(ა)იპ „სამართლებრივი ინიციატივა“, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით და სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ახორციელებს.