აგრარულ საკითხთა კომიტეტმა შეხვედრა გამართა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან, მიწის მდგრადი მართვისა და საძოვრებთან დაკავშირებით არსებული პრობლემური საკითხების გაცნობის მიზნით.
შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლები, ადგილობრივი ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
კომიტეტის წევრებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულეს/დაათვალიერეს საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთები.
შეხვედრა გაიმართა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მხარდაჭერით.