საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

მნიშვნელოვანი სიახლეები 04 თებერვალი 2021
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნილი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს. კომიტეტის წევრებს საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა გააცნო.

კანონპროექტის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება ვადა, რომელიც კოოპერატივების წესდების კანონთან შესაბამისობაში მოყვანისთვის არის დაწესებული.

ნინო წილოსანის განცხადებით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მხრიდან არაერთი კითხვა დაისვა და მოსაზრებები გამოითქვა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოოპერატივების საკითხი.

კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენით კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.