პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ნიუ ჰოსპიტალსში“ 20 ივნისის ღამეს დაშავებულები მოინახულა და სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის სრულად დაფინანსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„სახელმწიფო მთლიანად აანაზღაურებს ყველა დაშავებულის მკურნალობის ხარჯებს, მათ შორის, თუ საჭირო გახდება, საზღვარგარეთ მკურნალობასაც და ეს არის მტკიცე პოზიცია“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ 20 ივნისის ღამე განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და განაცხადა, რომ ტრაგედია იყო ის, რომ უპასუხისმგებლო და წამქეზებელი პოლიტიკოსების გამო დაპირისპირება მოხდა პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის.
20 ივნისის განვითარებული მოვლენების შედეგად, სულ 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 39 ადამიანი სხვადასხვა კლინიკებში დღემდე განაგრძობს მკურნალობას.