საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, 22 თებერვალს, ერევანში, მაღალი დონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
მრგვალი მაგიდის მუშაობა სომხეთში ჯანდაცვის დაზღვევის რეფორმის განხორციელებასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე მსჯელობას დაეთმობა.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დამსწრეებს ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებას გააცნობს.
მაღალი დონის დისკუსია სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მიერ არის ორგანიზებული.