საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

აკაკი ზოიძე ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის რეგიონულ სამიტში მონაწილეობს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 20 ივნისი 2019
აკაკი ზოიძე ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის რეგიონულ სამიტში მონაწილეობს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე კიევში მიმდინარე ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის (Global TB Caucus) მიერ გამართულ მესამე რეგიონულ სამიტში მონაწილეობს. 

რეგიონული სამიტი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ულიანა სუპრუნის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც იმ აქტივობებზე ისაუბრა, რაც უკრაინაში ტუბერკულოზის წინააღმდეგ მიმდინარეობს. 

სამიტზე, ღონისძიების მონაწილეებს, აკაკი ზოიძემ საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. მან მოკლედ მიმოიხილა ტუბერკულოზთან დაკავშირებული არსებული მიღწევები და გამოწვევები. აგრეთვე ისაუბრა იმ მიდგომებზე, რომლის განხორციელებაც აუცილებელია ჩვენს რეგიონში ტუბერკულოზთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად.

სამიტის პირველ დღეს დელეგატებმა ასევე ისაუბრეს ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობაზე. განიხილეს ტუბერკულოზთან დაკავშირებით 2018 წლის სექტემბრის გაეროს მაღალი დონის შეხვედრის დეტალები და ამ შეხვედრის შედეგად მიღებული დეკლარაცია.
სამიტის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარები და ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე პირები მონაწილეობენ.