ახალგაზრდებმა სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს. მნიშვნელოვანი იყო მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, დავით დავითაძის ანგარიში მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. დაიგეგმა გაცნობითი ხასიათის ტურის მოწყობა სხვა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან, ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის გახსნა, მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნვა, მადლიერების გამოხატვის ტენდენციების დანერგვა, საქველმოქმედო აქციების ჩატარება და თემებში პერიოდულად დასუფთავების აქციების მოწყობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები. შეხვედრა დისკუსიის ფონზე წარიმართა.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა, სამიზნე ჯგუფების ინფორმირება და მსგავსი საკითხების დაგეგმვა-განხორციელება.
შეხვედრის დასასრულს ახლგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი საქართველოს პარლამენტში სტუმრობასა და საპარლამენტო საქმიანობის გაცნობასთან დაკავშირებით.