საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ანზორ ბოლქვაძე კურორტ ბეშუმის მიმართულებით გზის გაწმენდით სამუშაოებს ესწრებოდა

მაჟორიტარი დეპუტატები 13 May 2020
ანზორ ბოლქვაძე კურორტ ბეშუმის მიმართულებით გზის გაწმენდით სამუშაოებს ესწრებოდა

ანზორ ბოლქვაძე დილიდან გოდერძის უღელტეხილზე იმყოფებოდა, საიდანაც კურორტ ბეშუმის მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზის თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები. 

გზა უახლოეს დღეებში გაიწმინდება და შესაძლებელი გახდება გადაადგილება.

გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს შპს „გალმშენი“, ხელმძღვანელი საბა ტყეშელაშვილი. სამუშაოებს ასწარემოებს მალხაზ მიქელაძე.

„კარგია რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები დროულად მიმდინარეობს, რისთვისაც მადლობას ვუხდი აჭარის ა.რ. მთავრობას და საგზაო დეპარტამენტს, სამუშაოს დაგეგმვისა და დროული მიმდინარეობისთვის. გზის აღდგენისთანავე დაიწყება კურორტის მომზადება დამსვენებელთა მისაღებად, ძალიან მნიშვნელოვანია საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობის დროულად გადასვლაც“, - განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ.

ანზორ ბოლქვაძესთან ერთად იმყოფებოდა ააიპ კურორტ ბეშუმის დირექტორი ემზარ ბოლქვაძე.