საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ანზორ ბოლქვაძე რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა

მაჟორიტარი დეპუტატები 23 ოქტომბერი 2019
ანზორ ბოლქვაძე რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა

ანზორ ბოლქვაძე რიყეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ რიყეთისა და დანისპარაულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი, იმ საჭიროებების გაცნობა და გამოვლენა იყო, რაც მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

„თქვენთან და ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვა თემების მოსახლეობასთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის საჭიროებები, რაც მთაში მცხოვრები ადამიანებისათვის არის აუცილებელი. აქ მალე დაზამთრდება, ზამთარში ბევრად მეტი გამოწვევა იჩენს თავს, რაც უდაოდ გასათვალისწინებელია, როგორც ჩვენი, ანუ ხელისუფლების, ისე თქვენი მხრიდან. მერწმუნეთ, ყველა ის მოთხოვნა და ინიციატივა აისახება მომავალი წლის ბიუჯეტსა და პრიორიტეტული ღონისძიების ჩამონათვალში, რაც დღეს აქ მოვისმინეთ“, - განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ.

შეხვედრებზე იმყოფებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.