აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, სასურსათო პროდუქტების შესაძენად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ლარამდე გამოიყო.
სასურსათო კალათები ხულოში მცხოვრებ 1604 სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარს: ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს და სარეცელს მიჯაჭვულ პირებს გადაეცემათ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ჩართულობით, ხულოში გადამზადდა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ ორგანიზებას უწევენ დარიგების პროცესს, რათა დაცული იქნას პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები.
ანზორ ბოლქვაძის მონაწილეობით დაიწყო სასურსათო კალათების გაცემა აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებზე. პროცესში აქტიურად არიან ჩართული მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მერის მოადგილე ასლან შაინიძე, მოხალისეთა ჯგუფები, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის, წითელი ჯვრისა და მერის წარმომადგენლები.
სასურსათო კალათების დარიგების პროცესს კოორდინაციას ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი უწევს.