73-ე ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანზორ ბოლქვაძემ, საკუთარი სახსრებით, ხულოს მუნიციპალიტეტის დეკანაშვილების ადმინისტრაციული ერთეულის 120 ოჯახს, (თითოეულს 70 ლარის ღირებულების) სურსათი გადასცა საჩუქრად.
„ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, სურსათზე ფასების ზრდის, უმუშევრობის, საზღვრების ჩაკეტვის (დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თურქეთში მუშაობით არჩენდა ოჯახებს) გამო, მაღალმთიან აჭარაში, მოსახლეობის დიდ ნაწილს, მათ შორის სოციალურად დაუცველ და მსგავსი კატეგორიის ოჯახებს უდაოდ სჭირდებათ დახმარება, ბევრმა გაუწოდა მოწყვლად ოჯახებს დახმარების ხელი, რისთვისაც მადლობას ვუხდი, თუმცა საკმარისი მაინც არ არის, საჭიროა შეძლებისდაგვარად ყველამ გამოვიჩინოთ გულისხმიერება და თანადგომა გავუწიოთ მათ, ვისც ჩვენი დახმარება სჭირდება“, - განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ.