უხვი ნალექის შედეგად, დღეს შუადღისას ზომლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზის მე-19 კოლომეტრზე მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც სრულად გადაკეტა საავტომობილო მიმოსვლა.
ანზორ ბოლქვაძე ადგილზე მისვლით გაეცნო არსებულ სიტუაციას. აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიურად მიმდინარეობს მიწის მასისაგან გზის გაწმენდითი სამუშაოები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები ინფორმაციის მიღებისთანავე შეუდგენ პრობლემის მოგვარებას. მეწყერის განვითარებიდან საათნახევრის შემდეგ დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოებს სამი ერთეული მძიმე ტექნიკა აწარმოებს, რამდენიმე საათში მოხდება ტექნიკის დამატება. ჩამონაშალის გატანა უახლოეს პერიოდში დასრულდება.
ანზორ ბოლქვაძესთან ერთად სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე.