საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა

მედია და საზოგადოება 18 მაისი 2021
არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა.

საუბარი ორმხრივ თანამშრომლობას და ლიეტუვის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის მხარდაჭერას შეეხო.

არჩილ თალაკვაძემ ელჩთან დეოკუპაციის, ეკონომიკური თანამშრომლობის და პანდემიის მართვის საკითხები განიხილა, ასევე, ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე და რეფორმებზე, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების” ნაწილია.

საუბარი შეეხო ვილნიუსის სამიტს, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით 2023 წელს გაიმართება და საქართველოს სტრატეგიულ მზადყოფნას ნატო-ში გასაწევრიანებლად.

არჩილ თალაკვაძემ ანდრიუ კალინდრას მადლობა გადაუხადა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ლიეტუვის მხრიდან გაწეული დახმარებისა და ვაქცინების დონაციისთვის.