საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თავმჯდომარე 09 აპრილი 2021
არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.

არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრებმა მემორიალი, სიმბოლურად, ტიტებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.

32 წლის წინ, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.