საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ავთანდილ ენუქიძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა

მედია და საზოგადოება 26 აპრილი 2021
ავთანდილ ენუქიძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა ავთანდილ ენუქიძემ საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის წარმართული დიალოგი.

„ჩვენ ვისაუბრეთ პარტიებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე  ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებაზე, რომელიც  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებულ საქმეებს შეეხება. „ევროპელმა სოციალისტებმა“  ხელი მოვაწერეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ დოკუმენტს და შესაბამისად, მხარს ვუჭერთ ამნისტიის გამოცხადებას. აუცილებელია, რომ ეს პროცესი დროულად დასრულდეს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში შემოვიდნენ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ავთანდილ ენუქიძემ.

მისივე თქმით, ხაზი გაესვა მედიაციის პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობის განსაკუთრებულ როლს.

მხარეებმა, ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარობაზე.

„ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და კონფლიქტის  მშვიდობიანი მოგვარების პროცესში დიალოგის მნიშვნელობაზე და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება,“ - აღნიშნა ავთანდილ ენუქიძემ.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა  უფრაქციო პარლამენტის წევრი,  „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი გელა მიქაძე.