დღეს ბათუმის სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში კორონა ვირუსთან (Covid2019) დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე და ცენტრის სამედიცინო პერსონალი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა კორონა ვირუსის (Covid2019) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.