ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ მაღალი დონის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2019“ გაიმართა.
„ჯეოანესთეზია 2019“ არის ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ორგანიზებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ანესთეზიოლოგ-რენიმატოლოგთა კავშირის პრეზიდენტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ილია ნაკაშიძის ხელმძღვანელობით. თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
„ჯეოანესთეზია 2019“-მა უმასპინძლა საერთაშორისო სპიკერებს 11 სხვადასხვა ქვეყნიდან, მონაწილეობა მიიღო 400- ამდე დელეგატმა, წარმოდგენილ იქნა 50- ამდე მოხსენება, მათ შორის ჩატარდა ინდივიდუალური სესიები ახალგაზრდა ექიმებისთვის, რეზიდენტებისა და ექთნებისთვის.
კონფერენციის პროგრამაში შევიდა გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი სპეციალისტების მიერ ორგანიზებული რამდენიმე ვორქშოფი.