საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ბექა ოდიშარია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  და მის მოადგილეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 23 მარტი 2021
ბექა ოდიშარია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  და მის მოადგილეს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას და მის მოადგილე იანა გასპარიკოვას შეხვდა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის ურთიერთობას და სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. ჩეხეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერა.

ბექა ოდიშარიამ ჩეხ დიპლომატებს მიაწოდა ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-ჩეხეთს შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირებზე და მათ მნიშვნელობაზე ორივე ქვეყნისათვის.  ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ  ხვალაც იგეგმება მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩეხეთის საელჩოში ჩეხური ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

„გარდა ამისა, ვისაუბრეთ  ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელიც შეიძლება იყოს ცირკულარულ მიგრაციასთან  დაკავშირებით და  იმ ვითარებაზე, რომელშიც ახლა არის ორი მეგობარი ქვეყანა ერთმანეთთან. საუბარი დაეთმო კავკასიის საკითხებსაც და ჩეხ დიპლომატებს გავაცანით ჩვენი ხედვები კავკასიის გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან მიმართებაში. შევთანხმდით მჭიდრო თანამშრომლობაზე როგორც საკომიტეტო, ასევე, ზოგადად, სხვადასხვა ფორმატში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ შეხვედრის შემდეგ.