საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა

მედია და საზოგადოება 30 მარტი 2021
ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა
ბიურომ 30 მარტი - 2 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა. განსახილველ საკითხებს გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული კანონპროექტები დაემატა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად.

კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ორი ახალი დანაშაული: კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით და ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა.

კანონპროექტით განისაზღვრება აღნიშნულ დანაშაულთა შემადგენლობა და სანქციები.

საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტის პლენარული სხდომა მეორე მოსმენით განიხილავს.