საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დავით სონღულაშვილი მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელს შეხვდა

მედია და საზოგადოება 09 მარტი 2021
დავით სონღულაშვილი მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელს შეხვდა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელთან ირაკლი როსტომაშვილთან  შეხვედრა გამართა.

მხარეებმა სამშენებლო სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილეს და კომიტეტსა და ასოციაციას შორის თანამშრომლობის სამომავლო ფორმატებზე იმსჯელეს. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ურბანული განვითარების პოლიტიკაზე გამახვილდა. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ იმ აქტუალური პრობლემებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად, რომლებიც ამ კუთხით არსებობს.