საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს რითეილ სექტორის გამოწვევები და პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რითეილერებსა და მომწოდებლებს შორის არსებულ საკითხებზე.
დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში კომიტეტის ფარგლებში მომავალში კვლავ გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები პროცესის დარეგულირებისა და ეფექტიანი წარმართვისთვის.