
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო, ასევე ის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც ბიზნეს სექტორი დგას.
კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენლებს კომიტეტის მხრიდან დაგეგმილ აქტივობებზე ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატები განიხილა.
შეხვედრისას ასევე განიხილეს ბიზნესის აღორძინების და განვითარების პროგრამა, რომლის განხორციელებასაც ასოციაცია გეგმავს.