დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, შორენა კახიძეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ დეტალურად მოისმინა ინფორმაცია საბიუჯეტო ოფისის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო პროექტებზე და თავის მხრივ მათ წარმომადგენლებს კომიტეტის სამოქმედო გეგმა გააცნო.
ხაზი გაესვა კომიტეტსა და საბიუჯეტო ოფისს შორის თანამშრომლობის გაძლიერების და კომუნიკაციის კიდევ უფრო გაუმჯობესების მნიშვნელობას. ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებულ ანგარიშებსა და კვლევით პუბლიკაციებზე.