საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დავით სონღულაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

მედია და საზოგადოება 29 მარტი 2021
დავით სონღულაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს გიორგი პერტაიას შეხვდა.

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მხარეებმა ასევე, განიხილეს კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები.

გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, რაზეც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს და სავაჭრო-სამრეწველო პალატას მომავალში აქტიური კომუნიკაცია ექნებათ.

მხარეებმა მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოხატეს.