პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო კვლევითი ორგანიზაციების (Think Tanks) მიერ მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაში.
საქართველოს მთავრობასთან COVID-19-ის შედეგად წარმოქმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანისა და მდგრადი ეკონომიკის შექმნის მიზნით, პრიორიტეტული ეკონომიკური რეფორმების პოლიტიკის განსაზღვრისთვის ერთობლივად იმუშავებენ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტი; PMC კვლევითი ცენტრი, „გალთ ენდ ტაგარტი“ (Galt & Taggart), თი-ბი-სი კაპიტალი, თი-ბი-ეს-სი კონსალტინგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი, „ბიზნესკვლევების სახლი“ (House of Business Studies), საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი, სულ ცხრა წამყვანი კვლევითი ორგანიზაცია, რომლებმაც დღეს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.
ღონისძიება გახსნა USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გაგიკ მელქუმიანმა.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი.