პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო პროექტის - „ქართველობის სიმფონია - ჩემი, შენი, ჩვენი ემიგრანტები“ ფარგლებში, ეროვნულ მედიაპროექტთან „ეტალონი“ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ონლაინ პლატფორმასთან IZRUNE.GE თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და ეროვნული მედიაპროექტის - „ეტალონი“ და თანამედროვე ტექნოლოგიური ონლაინ პლატფორმის - IZRUNE.GE ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მემორანდუმზე ხელმოწერით საფუძველი ეყრება შესანიშნავ წამოწყებას.
„ადამიანს აქვს ფუნდამენტური უფლება - იყოს ბედნიერი და ეს პროექტი ნამდვილად იძლევა იმის საშულებას, რომ ადამიანმა განიცადოს ბედნიერება. დღეს, ჩვენ ვართ მოწმე, რომ საფუძველს ვუყრით საქმეს, რომელიც მოგვცემს იმას, რაც არის ჩვენი დანიშნულება, ჩვენი დიდი სურვილიც და ოცნებაც - ჯერ ონლაინ რეჟიმში, ეკრანებიდან დავიბრუნებთ ჩვენს ემიგრანტებს და ხვალ-ზეგ კი, მათ აუცილებლად დავიბრუნებთ რეალურად“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, ამ პროექტს აქვს ძალიან დიდი წარსული, ახლა აქვს ონლაინ აწმყო, მაგრამ უახლოეს დღეებში მას ისევ ექნება ტელეეთერი და მასშტაბური მომავალი.
„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პლატფორმა დაუბრუნდეს სატელევიზიო ეთერს და ეს მოხდება ერთი თვის განმავლობაში. ამ პროექტს აქვს ინტერაქციის მაქსიმალური დონე. გადაცემას ერქმევა „ქართველობის სიმფონია - ჩემი, შენი, ჩვენი ემიგრანტები“. ამ პლატფორმის საშულებით თითოეულ ოჯახს საშუალებას მივცემთ მიესალმონ მთელ საქართველოს იმიტომ, რომ აუდიტორია იქნება ძალიან ფართო. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე საინტერესო სიურპრიზი. ვფიქრობთ, რომ ყოველი წლის ბოლოს ან ყოველ წელს 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღეს პროექტში მონაწილე ოჯახების პირველი ათეული ან პირველი ოცეული ამ გადაცემის და პლატფორმის ხარჯებით ჩამოვიყვანოთ საქართველოში, როგორც ქართველობაზე ყველაზე მზრუნველი ოჯახები და დავაჯილდოვოთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ეროვნული მედიაპროექტის - „ეტალონი“ და თანამედროვე ტექნოლოგიური ონლაინ პლატფორმის - IZRUNE.GE ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილის განცხადებით, საქართველოს სინამდვილემ ცხადყო, რომ მსგავსი პროექტი ქართულ დიასპორას სჭირდება.
მან ასევე, ისაუბრა მემორანდუმის მიზნებზე და პროექტის ტექნოლოგიური გადაწყვეტის გზებზე.
„მინდა მივულოცო ყველას, ჩვენ ამ საკითხის ტექნოლოგიურად გადაწყვეტა შევძელით. პირველი გადაცემა გავა 25 აპრილს, მეორე - დამოუკიდებლობის დღისთვის და შემდეგ კი, უკვე შემოდგომისთვის მოვემზადებით. საშუალო გათვლით, ყოველთვიურად პროექტში ჩართული იქნება 200 ათასი ემიგრანტის ოჯახი. პროექტის განხორციელების პროცესში დაგეგმილია საკვირაო სკოლების აქტიური ჩართვა. ეს არ არის წარმოუდგენელი. ამის გაკეთება ჩვენ რეალურად შეგვიძლია“, - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა.
ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის მიზანია:
მემორანდუმის საფუძველზე კომიტეტი იღებს ვალდებულებას:
მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას გააგრძელონ და სტრატეგიულად გააღრმავონ წარმატებული თანამშრომლობა პროექტის სასტარტო პერიოდში და ამის შემდგომაც.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი.