საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ წევრმა, დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი შენგელიასთან ერთად სოფ დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა და გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.
„სკოლის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 1 700 000 ლარია. სკოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იქნება ადაპტირებული და წარმოდგენილი იქნება 9 საკლასო ოთახით, 3 კლას-კაბინეტითა და ლაბორატორიით აღჭურვილი. პროექტი ბიბლიოთეკის, კვების ბლოკის, გარდერობისა და რეკრეაციული ზონის მოწყობასაც ითვალისწინებს. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ ცხოვრების ისეთი პირობები, როგორც ეს პროგრესულ საზოგადოებას, ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება. მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას", - განაცხადა ედიშერ თოლორაიამ