საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ელისო ბოლქვაძე ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 20 Apr 2021
ელისო ბოლქვაძე ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშეს, კრისტოფერ ანდერსონს და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარ ოფიცერს, კატარინ შვაიცერს შეხვდა.

შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. 

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, რომელზეც დავსახეთ ახალგაზრდა ტალანტების ხელშეწყობის გეგმები როგორც სტიპენდიების, ასევე, ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან ურთიერთობის კუთხით. ამერიკის საელჩო მზად არის მხარდაჭერისთვის კულტურული განვითარების თვალსაზრისით და გამოხატეს გვერდით დგომის სურვილი სახელოვნებო განათლების განვითარების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ.