საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ელისო ბოლქვაძე ბათუმის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს და მთავარ დირიჟორს, დავით მუქერიას შეხვდა

მედია და საზოგადოება 23 Apr 2021
ელისო ბოლქვაძე ბათუმის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს და მთავარ დირიჟორს, დავით მუქერიას შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ბათუმის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს და მთავარ დირიჟორს, დავით მუქერიას შეხვდა.

შეხვედრაზე  ორკესტრის საკადრო პრობლემებზე ისაუბრეს.

„დღეს შევხვდი დავით მუქერიას, რომელიც ნიჭიერი დირიჟორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. ვისაუბრეთ ორკესტრის საკადრო გამოწვევებზე, ახალგაზრდა მუსიკოსების ჩამოყალიბებისა და განათლების პრობლემებზე და მათი გადაჭრის ეტაპობრივ სამუშაო გეგმაზე ვიმსჯელეთ, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.