კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს პიერ კლუეს და კულტურის განყოფილების დირექტორს სალომე მურვანიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე კულტურული დიპლომატიის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
„განვიხილეთ კულტურული ფასეულობების დაცვის საკითხები საქართველოში, თუ რა საშუალებები არსებობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა კიდევ უფრო მეტი ჩართულობით მოახერხონ და ხელი შეუწყონ ქართული კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიოში. ვისაუბრეთ ბათუმის ფესტივალის მომავალი გეგმების თაობაზე და ბათუმის საერთაშორისო ფესტივალთან მიმართებაში პარტნიორობის საკითხის შესახებ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.