კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე ფსიქიატრების ჯგუფს შეხვდნენ, რომლებიც მოსახლეობას პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური სტრესის დაძლევაში დაეხმარებიან.
„ექიმთა ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება პოსტკოვიდური სინდრომის დაძლევის საკითხში. ისინი დაეხმარებიან როგორც მოსახლეობას, ასევე, ხელოვან ადამიანებს, რომლებზეც დიდი გავლენა იქონია ვირუსიდან გამომდინარე ჩაკეტილობამ და ფსიქოლოგიურმა სტრესმა. ფსიქიატრების გამოცდილება მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად. ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებს სახელმძღვანელოდ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.