კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარ მრჩეველს კულტურის საკითხებში, კოტე ნაცვლიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე კულტურის სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები მიმოიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პრობლემების დასაძლევად და ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია უწყებათა შორის კოორდინირებული მუშაობა.
„შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, სახელოვნებო განათლების რეფორმების მომზადების თაობაზე ვიმსჯელეთ და ასევე ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის საკითხებზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ