„სტუდენტებმა ბევრი საინტერესო და კარგი კითხვა დასვეს. ახალგაზრდებს აინტერესებთ, რა გამოწვევების წინაშე დააყენა Covid19-ით გამოწვეულმა პანდემიამ კულტურის სფერო, რატომ იყო საჭირო კულტურის კომიტეტის შექმნა და კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა. სტუდენტები ასევე დაინტერესდნენ როგორია ჩვენი ხედვა და რას ვაპირებთ ამ სფეროს გადასარჩენად. მისასალმებელია, რომ ახალგაზრდობას ეს საკითხები გულთან ახლოს მიაქვს და აინტერესებს. ჩვენ ვგეგმავთ შეხვედრას მაისის თვეში, სადაც სტუდენტებს უკვე კომიტეტის მუშაობის შედეგებს გავაცნობ. მაქვს იდეა, რომ სტუდენტური პარლამენტი ჩავრთო იმ მიმართულებებში, რაშიც მათი ქმედითი დახმარება იქნება საჭირო“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.