საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი კიევში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

მედია და საზოგადოება 18 Jan 2018
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი კიევში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინის დედაქალაქს ეწვია.

კიევში, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გიორგი წერეთელი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, უკრაინის რადას სპიკერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დიპლომატიურ კორპუსს და ეუთოს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდება. შეხვედრებზე მხარეები უკრაინისა და ეუთოს თანამშრომლობის საკითხებზე, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე იმსჯელებენ. უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი პრესკონფერენციის გამართვა იგეგმება.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში გიორგი წერეთელთან ერთად ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა და სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი ანდრეას ნოტილე შედიან, შეხვედრას უკრაინაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართავენ.