ფრაქციების „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძეს მოუსმინეს, რომელმაც საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ წარმოადგინა.
გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს 2020 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ძირითადი მიმართულებები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკის ზრდის ტენდენციებზე, პენსიების, ხელფასების და სოციალური პაკეტების ზრდაზე, განათლების და ჯანდაცვის მიმართულებებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გაზიფიცირებაზე და მუნიციპალური ტრანსპორტის ზრდაზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილემ დეპუტატების დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ფრაქციის წევრებმა შეკითხვები ძირითადად ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებზე, საგარეო ვალზე, ლარის მერყევ დინამიკაზე, სამშენებლო სექტორზე, სტუდენტების დაფინანსებაზე, სახელმწიფო სტრუქტურებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობაზე და სახელმწიფო საწარმოებზე დაუსვეს.