საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი IFES-ის და NDI-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის 22 May 2017
ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი IFES-ის და NDI-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) სათაო ოფისისა და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს, ასევე NDI-ის სათაო ოფისის წარმომადგენელს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო სისტემის თავისებურებების შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო პროცესში დარღვევების ტიპოლოგიასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციის საკითხს. 

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები საქართველოში საარჩევნო გარემოს კვლევის პროცესში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდებიან, რის შემდეგაც ისინი, ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნისა და ადმინისტრაციული დარღვევების თავიდან აცილების მიზნით შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ.