საქართველოს პარლამენტის წევრი, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, საქართველოს სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე, მევენახეობა-მეღვინეობის ანალიზის დარეგულირების სამმართველოს უფროსი ედუარდ ლეკიაშვილი ახმეტაში მეღვინეებს შეხვდნენ და დარგის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე, რომელიც არასამეწარმეო-არაკომერციული იურიდიული პირის „ახმეტის ღვინის“ დაფუძნებას ეხებოდა, ყურადღება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების უპირატესობაზე გამახვილდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა, პროდუქციის ექსპორტის ზრდასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე შესაბამის გავლენას ახდენს და მნიშვნელოვანია, თუკი მეწარმეები ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ.