პარტია „ქართული ოცნებისა“ და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გენადი მარგველაშვილის ინიციატივით, ნეფროლოგიისა და ჰემოდიალიზის ცენტრის ბენეფიციარებს დახმარება გაეწიათ.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი შეზღუდული პასუხისმგებლობის პარტნიორობა „მეტაკოს“ საქართველოს წარმომადგენლობას ეწვია და ძვირადღირებული მედიკამენტები ნეფროლოგიისა და ჰემოდიალიზის ცენტრის მთავარ ექიმს, ლელა უშხვანს გადასცა.
„ქართული ოცნება პანდემიის პირობებში პერმანენტულად ეხმარება მოქალაქეებს, განსაკუთრებით, მოწყვლად ჯგუფებს. დღეს ჰემოდიალიზის პროგრამაზე მყოფი 14 პაციენტისთვის ცენტრს მედიკამენტები გადავეცით. ეს არის პირველი ეტაპი. ეს პროცესი გაგრძელდება და მედიკამენტებით დახმარებას ჯამში 150-მდე ბენეფიციარი მიიღებს“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.