საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი ხელაშვილი ბალტიის ასამბლეის გაერთიანებული კომიტეტების ონლაინ შეხვედრას დაესწრო

მედია და საზოგადოება 12 თებერვალი 2021
გიორგი ხელაშვილი ბალტიის ასამბლეის გაერთიანებული კომიტეტების ონლაინ შეხვედრას დაესწრო
სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბალტიის ასამბლეის ორი კომიტეტის, ეკონომიკისა და ინოვაციების და ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ ონლაინ სხდომაში.

კომიტეტებზე განიხილეს პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივები, ისაუბრეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ კრიზისის დასაძლევად აუცილებელია საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და აქტიური კომუნიკაცია.

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხელაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაში მოწვევისთვის მადლობა გადაიხადა და ახლახან ჩატარებული სუამის საპარლამენტო ასამბლეის შედეგებზე და წევრ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ასევე, ხაზი გაუსვა რეგიონული უსაფრთხოების თემას, როგორც აუცილებელ პირობას ეკონომიკური განვითარებისათვის. გიორგი ხელაშვილმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც სუამის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა, გააღრმავებს თანამშრომლობას ბალტიის ქვეყნებთან სხვადასხვა მიმართულებით.