პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე და ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
„საუბარი შეეხო საქართველოსა და ბულგარეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანმშრომლობის საკითხებს, მათ შორის: ბულგარეთის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას, ჩვენს ქვეყანაში ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებს და ასევე, ისეთ საკითხებსაც, რომელიც სამომავლოდ საქართველოსა და ბულგარეთის შორის თანმშრომლობის დღის წესრიგშია. იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა წარმატებული იქნება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხოჯევანიშვილმა.