საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებს შეხვდა.
მან ახალგაზრდებთან ისაუბრა მიმდინარე პროცესებსა და სიახლეებზე.
„დღევანდელი შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.
ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლება და ახალგაზრდული პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ახალგაზრდები მოახდენენ თვითრეალიზაციას,“ - განაცხადა გოგი მეშველიანმა.