„ჩვენ, გვაწუხებს ყველა ის საკითხი, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ვცდილობთ შესაძლებლობების ფარგლებში ყველა მოქალაქის ინტერესი იქნეს გათვალისწინებული. კარგად გვაქვს გააზრებული ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ქართული ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიისა და ანსამბლ „ბოლნელის“ მისაღებ პირობებში ფუნქციონირების და ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობა ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის. მუდამ მზად ვართ ნებისმიერი საკითხი სიღრმისეულად განვიხილოდ დაინტერესებულ მხარეებთან, - განაცხადა გოგი მეშელიანმა
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა დასახეს სამომავლოდ სამოქმედო გეგმა, რათა ერთად შეძლონ გამოსავლის გზების ძიება. შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაბზე ანსამბლი საქმიანობას განაგრძობს ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლაში.