საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

მაჟორიტარი დეპუტატები 08 მარტი 2021
გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა სამაჟორიტარო ოლქში  შემავალ, ოთხივე ბიუროს თანამშრომლებს  ბოლნისში  უმასპინძლა.

მაჟორიტარმა ბიუროში მომუშავე ქალებს 8 მარტი მიულოცა, წარმატებები უსურვა და ყვავილების თაიგულები გადასცა.

„ძვირფასო ქალბატონებო გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში! ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ბიუროს თანამშრომელთა უმრავლესობა ქალბატონები არიან. მათ წარმატებებს და უამრავ სიხარულს ვუსურვებ!” - განაცხადა გოგი მეშველიანმა.