დღეს, 19 თებერვალს, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 104 ხმით, ერთხმად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ წევრი, გუბაზ სანიკიძე აირჩია.
გუბაზ სანიკიძე აღნიშნულ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იქნა არჩეული.