საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე 27 თებერვალს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სეირან ბაროიანის საიუბილეო პერსონალურ გამოფენას, შემოქმედებითი საქმიანობის 40 წლის და 60 წლის იუბილეს დაესწრო.
გამოფენაზე, სახელწოდებით - „წამი, რომელიც სიცოცხლეზე გრძელია“, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დროს ტელევიზიებში, გაზეთებსა და საინფომაციო სააგენტოებში მუშაობის პერიოდში გადაღებული მხატვრული ფოტო ნამუშევრები.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოსურათები დაბეჭდილია სხვადასხვა მასალაზე სადაც გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები: ფოტოქაღალდი, პლანშეტი, ქსოვილი, ხე და მინა. აგრეთვე წარმოდგენილი იყო რეპორტაჟული და დოკუმენტალური ჟანრული ნამუშევრები: პორტრეტები, ნატურმორტები, პეიზაჟები, აჭარის რეგიონის კულტურისა და ყოფის ამსახველი ფოტოები.