საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ილია ნაკაშიძე და სიმონ ნოზაძე ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე 01 აგვისტო 2020
ილია ნაკაშიძე და სიმონ ნოზაძე ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე და პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივებმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს სოფლის განვითარებისთვის პრიორიტეტული საჭიროებები გააცნეს და  გზის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთება ითხოვეს.

პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ასევე, სელიმ ხიმშიაშვილის საფლავი მოინახულეს.