საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი აბუსერიძე ისნის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

მაჟორიტარი დეპუტატები 12 მაისი 2020
ირაკლი აბუსერიძე ისნის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

„ჩვენს რაიონში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მწვანე და სარეკრეაციო სივრცეების განვითარებასა და კეთილმოწყობას. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევაა მიმართული ჯანმრთელობისთვის უვნებელი, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნისაკენ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მაჟორიტარულ ოლქში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საზოგადოებრივი სივრცეებისა და დასასვენებელი ადგილების მოწყობის სამუშაოები. ამჟამად, ოთხ მისამართზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, იგეგმება სკვერების კეთილმოწყობა, გამწვანება, თანამედროვე განათების სისტემის უზრუნველყოფა და მიმდებარე ტერიტორიაზე სავარჯიშო მოწყობილობების განთავსება“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.